ISAF-ის მისია

საქართველო 2014 წლის შემდეგაც გაწვრთნის ავღანეთის სამხედრო ძალებს

საქართველო მზად არის 2014 წლის შემდეგაც გააგრძელოს ნატოს მისიაში მონაწილოების მიღება ავღანეთის სამხედრო ძალების მომზადების გზით. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი გაწვრთნის, რჩევებს მისცემს და დაეხმარება ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს. 

„ISAF–ის მისია 2014 წლის ბოლოს დასრულდება, თუმცა ჩვენ ამის შემდეგაც განვაგრძობთ ავღანეთის უსაფრთოების ძალების მხარდაჭერას. ჩვენ უკვე დავიწყეთ ნატოს ხელმძღვანელობით ახალი მისიის მომზადება და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველო მზად არის მისი ნაწილი გახდეს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას. 

საქართველო აქამდეც მონაწილეობდა ავღანელი ჯარისკაცების წვრთნაში. გასულ წელს საქართველომ ავღანეთის რეგიონ ყანდაღარში 11 სამხედრო ინსტრუქტორი გაგზავნა.

გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოს მისიაში მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის. ექსტემიზმთან საერთაშორისო ბრძოლაში საქართველოს წვლილისთვის მადლიერება გამოხატეს თბილისში მყოფმა ამერიკელმა სენატორებმაც, ჯონ მაკეინმა, ლინდსი გრემმა და ჯოსეფ ლიბერმანმა. 

კომენტარები