იუველირია

უკრაინელმა იუველირებმა ყველაზე ძვირადღირებული ბეჭედი შექმნეს

უკრაინელმა იუველირებმა ყველაზე ძვირადღირებული ბეჭედი შექმნეს და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ. ბეჭედი, რომელიც მილიონ სამასი ათას დოლარად შეფასდა, რეკორდული რაოდენობის ბრილიანტებს შეიცავს.

უკრაინელებმა იუველირებმა ამერიკელი კოლეგების შედეგი გააუმჯობესეს. ,,დედოფალი გედი’’ 2 ათას 525 ბრილიანტის თვლისგან შედგება, რაც ორჯერ მეტია იმ რაოდენობაზე, რასაც ამერიკელი იუველირების მიერ შექმნილი ბეჭედი შეიცავს.

პირველი შეფასებებით, ,,ეს არის ბეჭედი, რომელზეც ნებისმიერი ქალი იოცნებებდა.’’

როგორც ცნობილია ,,დედოფალი გედი’’ ევროპის მუზეუმებს მოივლის. იუველირები იმედოვნებენ, რომ მათი შექმნილი ბეჭედი დედოფალ ელისაბედ მეორის თითს დაამშვენებს. 

კომენტარები