NIMD

NIMD-მ მრავალპარტიული საიტის პრეზენტაცია გამართა

დღეს 14 საათზე სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში NIMD-მ (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) მრავალპარტიული საიტის www.partiebi.ge პრეზენტაცია გამართა. 

ვებ-გვერდის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ინფორმირებულ და ხარისიხიან პოლიტიკურ დისკუსიას, საზოგადეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. 
საიტისთვის შეიქმნა კითხვარი, აქტუალური საკითხების შესახებ, რომელზეც პოლიტიკურ პარტიებს მოკლე პასუხები უნდა გაეცათ. საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა, გაეცნოს პოლიტიკური პარტიების ხედვებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს ასევე შეეძლებათ მათთვის შეკითხვების გაგზავნა. 
ამჟამად ვებ-საიტზე განთავსებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია ქართული ოცნების, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, ახალი მემარჯვენეებისა და ლეიბორისტული პარტიის პროგრამები. დაინტერესებულ საარჩევნო სუბიექტებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა ვებ-გვერდზე საკუთარი პოლიტიკის ხედვები განათავსონ. 
აღნიშნული ვებ-გვერდი საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. 
NIMD ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ახალი დემოკრატიის ქვეყნებში დემოკრატიული სისტემის განვითარებას ისახავს მიზნად. 

კომენტარები