მოდა

Miu Miu-მ ვენეციის ფესტივალზე ფილმი წარადგინა

გუშინ საღამოს, ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში, მიუჩა პრადამ ბოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმი აჩვენა ციკლიდან „ქალური ისტორიები“. მისი სახელწოდებაა „გვიანდება“ (It’s Getting Late). ფილმი რეჟისორმა მასი ტადედინმა გადაიღო. ფილმში მთავარ როლს ჯემა არტენონი ასრულებს. სერიები  ქალების Miu Miu-ს მიმართ სიყვარულის ისტორიება გვიყვებიან. სხვა ფილმების ავტორები ზოი კასავეცი, ლუკრეცია მარტელი, ჯიადა კოლაგრანდე იყვნენ.

ოთხი ფილმის წარმატებიდან გამომდინარე, Miu Miu კვლავ გააგრძელებს ფილმების ციკლს. ოთხივეს ნახვა ბრენდის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.

კომენტარები