სპეცოპერაცია

ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაცია გრძელდება

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, დაღესტნის მონაკვეთთან სპეცოპერაცია გრძელდება.

როგორც შსს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, სალომე მახარაძე იუწყება, ლოპოტას ხეობაში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები იმყოფებიან.

მისი თქმით, სპეცოპერაციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა ის ჯერ კიდევ გრძელდება. ამ დროისათვის სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ  ანტიტერორისტული ოპერაცია ლოპოტას ხეობაში 28 აგვისტოს დაიწყო. 

კომენტარები