შსს

შსს: თელავში გარდაცვლილი პიროვნება ყოფილი სამხედრო იყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თელავში პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი მოიკლა, არ ადასტურებს. სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი პიროვნება ყოფილი სამხედრო იყო. აგრეთვე, არ დასტურდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი სამხედრო სოფელ ლაფანყურიდან არის, სადაც შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაცია მიმდინარეობს. მომხდარის მოტივი დგინდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ დრომდე ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. 

 

კომენტარები