ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილის თერჯოლაში სტუმრობას ინციდენტი მოჰყვა

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თერჯოლის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ,,თავისუფალი მედიაჯგუფის’’ გამოჩენას მცირე ინციდენტი მოჰყვა.

,,თავისუფალი მედიაჯგუფის’’ წევრებს ბიძინა ივანიშვილისთვის რამდენიმე კითხვის დასმა სურდათ, მათ შორის  ,,აღიარებს თუ არა იგი არჩევნების შედეგებს, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება დამარცხებულად გამოცხადდება.’’

კოალიციის ლიდერმა აღნიშნულ შეკითხვას არ უპასუხა და მედიაჯგუფის წარმომადგენლებს მოუწოდა ,,სიცრუის მსახურებას თავი დაანებონ და პროფესიული მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრულონ.’’

,,თავისუფალი მედიაჯგუფის’’ წევრებმა და შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ქართული ოცნების საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებბმა მედიაჯგუფის წევრებს ტერიტორია დაატოვებინეს. 

კომენტარები