ინფრასტრუქტურა

თბილისში ახალი გვირაბი გაიხსნა

თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან აღმაშენებლის ხეივნისკენ გასასვლელი საავტომობილო გვირაბი გახსნა. გვირაბი აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით აშენდა.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ახლადგახსნილ გვირაბში თბილისელებთან ერთად ავტობუსით გაიარა და გვირაბი მათთან ერთად დაათვალიერა.

95 მეტრის სიგრძის გვირაბი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა. დამონტაჟებულია გარე განათების სისტემა.

ახალი გვირაბის გახსნის შემდეგ, დავით აღმაშენებლის ძეგლთან არსებული შუქნიშანი გაუქმდა და მოეწყო სატრანსპორტო კვანძი, რამაც შესაძლებელი გახადა მანქანების შეუჩერებლად გადაადგილება. 

კომენტარები