რუსეთი

რუს აქტივისტს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სმოლენსკის სასამართლომ რუსული ოპოზიციური პარტიის სხვა რუსეთის აქტივისტს ტაისია ოსიპოვას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუს ოპოზიციონერს ბრალად ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა-შენახვა ედება. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკები მას მიზანმიმართულად ჩაუდეს.

2011 წელს ოსიპოვას ანალოგიური დანაშაულისთვის 10 წლით შეუფარდეს პატიმრობა, თუმცა 2012 წლის თებერვალში იმჟამინდელი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ბრძანებით სასამართლომ საქმე კიდევ ერთხელ განიხილა.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ რუსი აქტივისტი პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული. თავად ოსიპოვა და მისი მეუღლეც არარეგისტრირებული ოპოზიციური მოძრაობის სხვა რუსეთის წარმომადგენლები არიან.

 

კომენტარები