ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილი ონის მოსახლეობას შეხვდა

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ონის მოსახლეობას შეხვდა. აქციის დაწყებამდე მცირე ინციდენტი მოხდა.

როგორც ცნობილია, ადგილზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ქალბატონები გამოჩნდნენ  შეძახილებით ,,გაუმარჯოს ნაციონალურ მოძრაობას.’’ მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ბიძინა ივანიშილი სიტყვით გამოსვლისას რუსული აგრესიის თემას შეეხო. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოჭრის მიზეზი რუსეთს მიხეილ სააკაშილმა მისცა.

,,სააკაშვილი საზოგადოებას მუდამ აშინებს რუსეთით. რუსი არ გვინდა. მამისონის უღელტეხილი 18 კილომეტრით არის გადმოწეული. იქ რუსეთის დროშა ფრიალებს. ვინ გააკეთა ეს, ივანიშვილმა?" – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე.

კომენტარები