არჩევნები 2012

უწყებათაშორისი კომისია სახელმწიფო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს

უწყობათაშორისი კომისია რეკომენდაციით მიმართავს ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოებს და სახელმწიფო დაწესებულებებს, დროულად შეატყობინონ თავიანთ თანამშრომლებს, რომ ადგილოვრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო დაწესებულებებში პარტიული სიმბოლიკის განთავსება კანონით ისჯება.

კომისიის რეკომენდაციით, თვითმმართველობამ და სახელმწიფო დაწესებულებებმა უნდა შეამოწმონ ხომ არ ირღვევა საარჩევნო კანონმდებლობა და დროულად აღკვეთონ ის. 

უწყებათაშორისი კომისიის წევრის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, კომისიისთვის ცნობილი გახდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოების შენობებში მმართველი პარტიის სააგიტაციო პლაკატები და საარჩევნო ნომერი იყო განთავსებული. კინწურაშვილის თქმით, მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ეს დარღვევა 2 000 ლარის ფინანსურ სანქციით ისჯება.

კომენტარები