picasso

პიკასოს ნამუშევრის ბრიტანეთიდან გატანა დროებით აიკრძალა

ბრიტანეთის კულტურის მინისტრმა ედ ვეიზიმ  დროებით აკრძალა გაერთიანებული სამეფოდან პიკასოს ნამუშევრის ‘ბავშვი მტრედით’  გატანა. ეს ქმედება იმ იმედით მოხდა რომ მოხერხდება დეკემბრის თვემდე საჭირო თანხების მოზიდვა და შედევრი სამუდამოდ დარჩება  ბრიტანეთში.

ნამუშევარი რომელიც  1970 წლიდან  საჯაროდ იყო გამოფენილი  კრისტის აუქციონის სახლმა, ნახატის მფლობელის,  აბერკონვეის ოჯახის დავალებით 50 მილიონ გირვანქად გაყიდა.

პაბლო პიკასოს ერთერთი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი 1901 წელს პარიზშია შესრულებული, ის პიკასომ 19 წლისამ  შექმნა და მისი ცნობილი ცისფერი პერიოდის დასაწყისადაა მიჩნეული.

 ‘ბავშვი მტრედით’ 1924 წელს შეიძინეს მხატვრისაგან, შემდეგ ის ინახებოდა სამუელ კორტალდის ცნობილ კოლექციაში ხოლო 1947 წლიდან კი ლედი აბერკონვეის საკუთრება გახდა. აბერკონვეის ოჯახმა სურათი ნაციონალურ გალერას ანდო,  სადაც ნამუშევარი უკანსკენლ პერიოდამდე იყო გამოფენილი.

თუ კი დეკემბრის თვემდე ვერ მოხერხდება თანხების მოძიება, შედევრი  დატოვებს  ბრიტანეთის საზღვრებს და უცნობი კოლექციონერის საკუთრება გახდება.

 

კომენტარები