მოდა

ნარცისო როდრიგესი Banana Republic-ისთვის იმუშავებს

ცნობილი დიზაინერი, ნარცისო როდრიგესი Banana Republic-ის შემოქმედებითი კონსულტანტი გახდა - კომპანიის ხელმძღვანელობამ მასთან თანამშრომლობა ბრენდის განვითარების მიზნით გადაწყვიტა. როგორც პრეს-რელიზშია ნათქვამი, მრჩევლის თანამდებობა სპეციალურად როდრიგესისთვის შეიქმნა, რომლის თანამედროვე ესთეტიკური ხედვა კარგად ეთავსება Banana Republic-ის სტილს. დიზაინერის რჩევები ხელმძღვანელობას დაეხმარება, რომ კომპანიამ ბრენდის ძლიერი მხარეების განვითარება შეძლოს.

როდრიგესი აღნიშნულ თანამდებობას 20 აგვისტოს დაიკავებს და Banana Republic-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტსა და შემოქმედებით დირექტორთან, საიმონ ნისთან იმუშავებს. „ნარცისოს გამოცდილება საიმონის შემოქმედებითი იდეების შესანიშნავი დამატება იქნება, ის ჩვენს დიზაინში სიახლეს შემოიტანს“, - ამბობს კომპანიის პრეზიდენტი, ჯეკ კალჰუნი.

პირველი კოლექცია, რომელსაც Banana Republic ნარცისო როდრიგესთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნება, მაღაზიებში მომავალი წლის შემოდგომაზე გამოჩნდება.

კომენტარები