საპრეზიდენტო პროგრამა

გურიის რეგიონში საპრეზიდენტო პროგრამის ,,ღიმილიანი საქართველოს“ განხორციელება დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საპილოტო პროექტის ფარგლებში, სოფელ სუფსაში მცხოვრები 50 წელს ზემოთ ასაკის 250 ადამიანი სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ მიიღებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გიორგობიანმა პროექტის მიმდინარეობა ადგილზე შეამოწმეს. ,,ღიმილიანი საქართველოს" შესახებ პროექტში დასაქმებული პერსონალისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და სტომატოლოგიური მომსახურების პროცესს გაეცნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის საპილოტო ეტაპის დასრულების შემდეგ, სპეციალისტთა ჯგუფი შედეგებს შეაჯამებს და პროექტის კორექტირება მოხდება. შემდეგ ეტაპზე საპრეზიდენტო პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

,,ღიმილიანი საქართველოს" განხორციელება სახელმწიფომ 2012 წლის დასაწყისში დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ავტობუსი აღჭურვილია სტომატოლოგიური მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და ინვენტარით, რომელიც პაციენტებს თერაპიული, ქირურგიული და ორთოპედიული სერვისების მიღების საშულებას აძლევს. პროექტში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი თბილისის სხვადსხვა სტომატოლოგიური კლინიკებიდან შეირჩნენ.

 

კომენტარები