ოლიმპადა

მექსიკამ ფინალში ბრაზილია დაამარცხა

მექსიკის ოლიმპიურმა ნაკრებმა ფეხბურთში, ბევრისთვის მოულოდნელად დაამარცხა ბრაზილიელთა გუნდი, რომელიც არა მარტო ამ შეხვედრის, არამედ მთლიანად შეჯიბრების ფავორიტად მიიჩნეოდა. შედეგად ოქროს მედლები,სწორედ ჩრდილოეთ ამერიკელებს დარჩათ.

ლუიშ ტენას შეგირდები, პერალტას სწრაფი გოლით პირველ წუთზე დაწინაურდნენ. მექსიკური "სანტოს ლაგუნა"-ს თავდამსხმელმა, 75-ე წუთზე მეორე გოლიც გაიტანა და დუბლი შეასრულა. ბრაზილიელებმა ვერ შეძლეს გადაერჩინათ შეხვედრა და დამატებით დროში ჰალკის შედეგიანმა დარტყმამ, ანგარიშში მხოლოდ შესწორება შეიტანა - შედეგი არ შეცვლილა. მექსიკის ნაკრებმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა

ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონებს კი ისღა დარჩენიათ, ნანატრი ტიტულის მოგებას, შემდეგ ოლიმპიადაზე - საკუთარ ქვეყანაში შეეცადონ. 

კომენტარები