ოლიმპიადა

როსევიჩი სპორტულ სიარულში 44-ე ადგილზე გავიდა

საქართველოს სახელით მოასპარეზე მძლეოსანი მაცეი როსევიჩი 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში 44-ე ადგილზე გავიდა. მან დისტანცია 4 საათში, 5 წუთსა და 20 წამში დაფარა.

ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები შესაბამისად რუსმა, ავსტრალიელმა და ჩინელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს.

კომენტარები