ლონდონი 2012

მოჭიდავეებმა საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიეს

ორდღიანი შესვენების შემდეგ ოლიმპიურ თამაშებს ქართველები დაუბრუნდნენ: თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და დავით ხუციშვილმა ახლახანს პირველი ორთაბრძოლები მოიგეს.

55 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ეგვიპტელი იბრაჰიმ ფარაღ აბდელ ჰაქიმი დაამარცხა, 74 კგ-ში კი დავით ხუციშვილმა მონღოლ უნურბატ პურევიავის სძლია.

კომენტარები