ლონდონი 2012

გიორგი გოგშელიძე ბრინჯაოს პრიზიორია!

თავისუფალ ჭიდაობაში 96კგ წონით კატეგორიაში გიორგი გოგშელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - ქართველმა ფალავანმა სამ სეტში უზბეკ ყურბან ყურბანოვს აჯობა!

გოგშელიძე ზედიზედ მეორედ დაეუფლა ოლიმპიადის ბრინჯაოს. მან პეკინშიც მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ლონდონში ასპარეზობა 7 მედლით დაასრულა. ჩემპიონი გახდა ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი, ვერცხლის მედლები მოიპოვეს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რევაზ ლაშხმა, თავისუფალში კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და დავით მოძმანაშვილმა, ბრინჯაოსი კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიამ და თავისუფალთა ნაკრების ორმა წევრმა - დათო მარსაგიშვილმა და გიორგი გოგშელიძემ.

საქართველომ ოლიმპიურ თამაშებზე პირველად მოიპოვა 7 მედალი!

კომენტარები