ლონდონი 2012

რევაზ ლაშხი ვიცე-ჩემპიონია!

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრების წევრმა რევაზ ლაშხმა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ფალავანი გადამწყვეტ შეხვედრაში ორ სეტში ქულებით დამარცხდა ირანელ ომიდ ჰაჯი ნორუზისთან.

ლაშხის ვერცხლი საქართველოს ოლიმპიური გუნდის მეორე მედალია ლონდონში. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ერთი კვირის წინ ჩემპიონობა იზეიმა.

რამდენიმე წუთში მედლისთვის კიდევ ორი ქართველი იჭიდავებს: ვლადიმერ გეგეშიძე (84კგ) და გურამ ფერსელიძე (120კგ) ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ.

კომენტარები