ლონდონი 2012

გურამ ფერსელიძეც მესამე ადგილისთვის იჭიდავებს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრების ორი წევრი, 84 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვლადიმერ გეგეშიძე და მძიმეწონოსანი გურამ ფერსელიძე (120 კგ) მცირე ხანში ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.

გეგეშიძე, რომელიც ნახევარფინალში დამარცხდა, ყაზახ ფალავანს გაჯიევს დაუპირისპირდება, ფერსელიძის მეტოქე კი მცირე ფინალში თურქი ქააიალფი იქნება. ფერსელიძემ ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება რეპეშაჟში ეგვიპტელი ელთრაბილის ძლევის შემდეგ მოიპოვა.

რაც შეეხება ჩვენი გუნდი კიდევ ერთ წევრს, 60კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე რევაზ ლაშხს, ის ფინალშია და ირანელ ომიდ ჰაჯი ნორუზის შეერკინება.

კომენტარები