ლონდონი 2012

რევაზ ლაშხი ოლიმპიადის ოქროსთვის, გურამ ფერსელაძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხმა ოლიმპიური თამაშების ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში გამოცდილი აზერბაიჯანელი ჰასან ალიევი დაამარცხა!

პარალელურად გაირკვა, რომ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი შეინარჩუნა ჩვენი გუნდის მესამე წევრმა, მძიმეწონოსანმა გურამ ფერსელაძემ. ის რეპეშაჟიდან გააგრძელებს ბრძოლას.

კომენტარები