არჩევნები 2012

ნაციონალურმა მოძრაობამ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა დაიწყო

თერჯოლის რაიონში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კახა ბუცხრიკიძე წარადგინა. იგი სხვადასხვა წლებში თავდაცვისა და სასჯელაღსრულების უწყებებში მუშაობდა. 
ნაციონალურმა მოძრაობამ დღესვე, კიდევ ერთ მაჟორიტარი ბაღდათის რაიონში წარადგინა. ამ რეგიონში მანდატის მოსაპოვებლად კვლავ თემურ კოხოძე  იბრძოლებს.  იგი საქართველოს პარლამენტის წევრად 2008 წელს აირჩიეს. კოხოძე კომპანია თეგეტა მოტორსისა და ყველა მისი შვილობილი ფირმის მფლობელი და დამფუძნებელია. ასევე,  2011 წელს მისი საკუთრება გახდა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტი საირმე.

კომენტარები