ლონდონი 2012

ქართველმა ფალავნებმა პირველი ორთაბრძოლები მოიგეს

დღეს ექსელის საჭიდაო დარბაზში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავნებმა პირველი გამარჯვებები მოიპოვეს.

60კგ-მდე წონით კატეგორიაში რევაზ ლაშხმა ეგვიპტელი საიედ ჰამედი ორ სეტში დაამარცხა, 84კგ-მდე წონით კატეგორიაში ვლადიმერ გეგეშიძემ აზერბაიჯანელ სამან ტაჰმასების სამ სეტში აჯობა, მძიმეწონოსანმა (120კგ) გურამ ფერსელაძემ კი მერვედფინალში ჩილელ ანდრეს ვალენსუელას მოუგო.

მცირე ხანში ჩვენი გუნდის სამივე სპორტსმენი 1/4 ფინალურ ორთაბრძოლებს ჩაატარებს.

კომენტარები