არჩევნები 2012

ნაციონალურმა მოძრაობამ მაჟორიტარობის სამი კანდიდატი წარადგინა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას იწყებს. როგორც ინტერპრესნიუსი ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაზე დაყრდნობით იუწყება, მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დმანისის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს წარუდგენს.

"ჩვენი მიზანია, თითოეულ ოჯახამდე მივიტანოთ ქვეყნის განვითარებიდან მიღებული მეტი სარგებელი, რომ თითოეული ოჯახი უზრუნველყოფილი იყოს ხელმისაწვდომი ჯანდაცვით, აღმოიფხვრას უმუშევრობის პრობლემა და გაძლიერდეს ქართული სოფელი", - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

რაც შეეხება კანდიდატურებს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ თეთრიწყაროს რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით ბეჟუაშვილი უკვე წარადგინა, რომელიც ამ რაიონს ამ მოწვევის პარლამენტშიც წარმოადგენს.

დღესვე, ბაქრაძე ბოლნისში მაჟორიტარობის კანდიდატად კვლავ კობა ნაყოფიას დაასახელებს, დმანისის მჟორიტარობის კანდიდატიც მმართველი გუნდიდან კვლავ მოქმედი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი იქნება.

 

კომენტარები