რუსეთი

ეკლესიის კრიტიკისთვის ბლოგერზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

რუსმა სამართალდამცავებმა ბლოგერსა და უფლებათადამცველ მაქსიმ ეფიმოვზე საერთაშორისიო ძებნა გამოაცხადეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ეკლესიის მისამართით კრიტიკული წერილის გამო, შუღლის გაღვივების მუხლით აღიძრა. სასამართლომ, გამოკვლევის მიზნით, ეფიმოვის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რომელიც მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ გააუქმა.

კარელიის რესპუბლიკაში მცხოვრებმა ეფიმოვმა 12 მაისს სტატია გამოქვეყნა „კარელია მღვდლებისგან დაიღალა“, რომელშიც ეკლესიას „სახელისუფლებო პარტია“ უწოდა და უკმაყოფილება გამოხატა საბიუჯეტო სახსრებით ტაძრების მშენებლობისა და ეკლესიისთვის საბავშვო ბაღების შენობების გადაცემის გამო.

ბლოგერმა რუსეთი 23 ივლისს დატოვა, იგი ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი პოლონეთში გაემგზავრა. როგორც ჟურნალისტებს კარელიის შს სამმართველოში განუცხადეს, ეფიმოვი გამოძიებას ემალება. შესაბამისად, მასზე საერთაშორის ძებნა გამოცხადდა.

 

კომენტარები