მიტ რომნი

ლეხ ვალენსამ რომნის მხარდაჭერა გამოუცხადა

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატ მიტ რომნის 6-დღიანი მოგზაურობა დასრულდა, მისი უკანასკნელი გაჩერება პოლონეთი იყო, სადაც ადამიანის უფლებათა ცნობილმა დამცველმა, ნობელიანტმა, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ მას მხარი ღიად დაუჭირა. ამ მხარდაჭერას რომნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ გისურვებთ იყოთ წარმატებული. ეს წარმატება რაღა თქმა უნდა აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ არანაკლენ მნიშვნელოვანია ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის.“ - მიმართა ვალენსამ რომნის მათი შეხვედრისას.
აღმოსავლეთ ევროპაში ცნობილმა რამდენიმე დისიდენტმა და კომუნიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა რამდენიმე წლის წინ ობამასაც მიმართეს თხოვნით გამოეჩინა მეტი ყურადღება და არ დაეტოვებინა ახალგაზრდა დემოკრატიები რუსეთის პირისპირ, მაშინ წერილის ერთ-ერთი ავტორი ლეხ ვალენსაც იყო. მან ბოლო 4 წლის განმავლობაში რამდენიმე მკვეთრი განცხადება გააკეთა ობამას საგარეო პოლიტიკური კურსისა და გადატვირთვის პოლიტიკასთან დაკავშირებით. რომნის მიმართ მისი სიმპათიები და მხარდაჭერა არავის გაჰკვირვებია.

კომენტარები