სირია

სირიის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში თანამდებობიდან გადადგა

სირიის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, ხალიდ ალ აიობი თანამდებობიდან გადადგა. აიობის ”აღარ სურს წარმოადგენდეს რეჟიმს, რომელმაც ასეთი ძალადობა და რეპრესია განახორციელა საკუთარი ხალხის მიმიმართ,” ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.  მისი გადაწყვეტილება აჩვენებს ” თუ როგორ ზიზღს იწვევს რეჟიმის მოქმედება როგორც სირიის შიგნით, ასევე უცხოეთში”. განცხადებაში დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები სირიის ხელისუფლების სხვა წევრებსაც იგივე გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებენ. 

ალ აიობის ჯერ არ გამოუცხადებია აპირებს თუ არა რეჟიმის ოპოზიციის მხარეს გადასვლას. სირიაში კონფლიქტი უკვე 16 თვეა მიმდინარეობს და მას 15,000-20,000 ადამიანი შეეწირა.  

კომენტარები