ბიბლიოთეკა

უორქშოფი სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარებაზე

 

დოკომო საქართველო, ურბან რეაქტორი  და ურბანული გარემოს ლაბორატორია 3 და 4 აგვისტოს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში უორქშოფს გამართავს. ღონისძიებაზე, რომელიც ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელშეწყობით იმართება, მსურველები იმუშავებენ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების საკითხებზე.

უორქშოფის განმავლომაში შერჩეული კანდიდატები და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, თანამედროვე ბიბლიოთეკების პრაქტიკისა და დღეისათვის არსებული პრობლემების გათვალისწინებით მოამზადებენ მისი განვითარების კონცეპტუალურ გეგმას, რომლის საფუძველზე დამუშავდება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სივრცითი განვითარების გეგმა. ამას გარდა, შემუშავდება ბიბლიოთეკის მხარდამჭერი საზოგადოებრივი გაერთიანების მიზნები და სამოქმედო გეგმა.

უორქშოფის დასაწყისში, დასახული მიზნების და ამოცანების გათვალისწინებით, მონაწილეები სამ თემატურ ჯგუფად დაიყოფიან. ეს იქნება ორგანიზაციული, სივრცითი განვითარების და სამოქალაქო ჩართულობის ჯგუფები. სამუშაოს განმავლობაში, ისინი ერთობლივად დაამუშავებენ სამივე კომპონენტისგან შემუშავებულ სინთეზურ გეგმას, რომელსაც მიეცემა ერთიანი დოკუმენტის სახე და შემდეგ, წარმოდგენილი იქნება საჯარო განხილვაზე.

კომენტარები