ერთსქესიანი ქორწინება

შოტლანდია ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას გეგმავს

შოტლანდიის ნაციონალური პარტია ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, გეი ქორწინება ტერიტორიაზე დასაშვები გახდება. პარტიის წევრები იმედოვნებენ, რომ პირველი ოფიციალური ქორწინება გეი წყვილებს შორის 2015 წელს შედგება. პოლიტიკური ლიდერები და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები  მიესალმებიან ამ ნაბიჯს. თუმცა, კანონპროექტს მოწინააღმდეგები გამოუჩნდა შოტლანდიის კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიის სახით. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მღვდელმსახურებმა შეშფოთება გამოთქვეს, კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელის თქმით, „შოტლანდიის მთავრობა მასშტაბური სახის სოციალურად საშიშ ექსპერიმენტს ატარებს“.

დიდ ბრიტანეთში, შოტლანდია პირველი იქნება, რომელიც ლეგალურად ცნობს ერთსქესიანთა ქორწინებას.

კომენტარები