სირია

ასადის რეჟიმი ქიმიური იარაღის გამოყენებით იმუქრება

უცხოეთიდან კონფლიქტში ჩარევის შემთხვევაში ასადის რეჟიმი ქიმიურ და ბიულოგიურ იარაღს გამოიყენებს, თუმცა აჯანყებულების წინააღმდეგ მათ გამოყნებას არ გეგმავს.  ეს პირველი შემთხვევაა, როცა რეჟიმმა ქიმიური და ბიულოგიური იარაღის ფლობა აღიარა. 

"ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი არ იქნება გამოყენებული, მე ვიმეორებ, არ იქნება გამოყენებული, მიუხედავად იმისა თუ როგორ განვითარდება სირიის შიგნით მოვლენები" განაცხადა სირიის საგარეო მინისტრმა, ჯიჰად მადკისმა. მისივე თქმით, ქიმიური იარაღი უსაფრთხოდ ინახება და ის აჯანყებულების ხელში ვერ მოხვდება. 

ასადის რეჟიმს, სავარაუდოდ, აქვს მომწამვლელი გაზი და ნერვული სისტემის დამაზიანებელი ბაქტერიები. ისრაელი შიშობობს, რომ სირიაში არეულობა საშუალებას მისცემს მის მტრებს ეს ქიმიური და ბიულოგიური იარაღები ხელთ იგდონ. 

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილიდან გადაიტანა, რადგან ამ ნაწილში ბრძოლა ყველაზე დაძაბული იყო. თუმცა ამავდროულად იარაღის გადატანა, ძალების კონსოლიდაციასაც უკავშირდება, რაც ქიმიური და ბიულოგიური იარაღის გამოყენების შანსებს ზრდის. 

 

კომენტარები