ტერაქტი

ქუთაისში თამთა ლიპარტელიანის ბიუსტი იხსნება

ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტიდან დღეს ერთი წელი შესრულდა. ტრაგედიის თარიღთან დაკავშირებით ნორვეგიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სამგლოვიარო ღონისძიებები ჩატარდება.

ტერაქტის წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ქუთაისში თამთა ლიპარტელიანის ბიუსტი იხსნება. ცერემონიას ხელისუფლების წარმომადგენლები და ნორვეგიის ელჩი ესწრებიან.

ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 2011 წელის 22 ივლისს, ნორვეგიაში ორი ტერაქტი განახორციელა, რამაც 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თამთა ლიპარტელიანი ერთ-ერთი დაღუპულია იმ 77 ადამიანიდან, რომლებიც კუნძულ უტოიაზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტს ემსხვერპლენ.

ანდერს ბრეივიკი, რომელიც ტერორისტულ აქტს რამდენიმე წლის განმავლობაში ამზადებდა, დანაშაულს აღიარებს. მას ტერაქტის მოწყობის იდეა 2002 წელს გაუჩნდა, მისი განხორციელებისთვის კი 300 ათასი ევრო დახარჯა. ის აცხადებს, რომ დანაშაული ნორვეგიის მულტიკულტურიზმისა და გამუსლიმებისგან დასაცავად ჩაიდინა. საბოლოო განაჩენი მას ნორვეგიის კრიმინალურმა სასამართლომ 24 აგვისტოს უნდა გამოუტანოს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ ბრეივიკი ფსიქიკურად ჯანმრთელია, მას ოცდაერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები