თბილისის ლუდის ფესტივალი

თბილისში ლუდის ფესტივალი იწყება

21-22 ივლისს თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე, ლუდის ფესტივალი გაიმართება. "წელს კომპანია "ნატახტარის" მიერ ორგანიზებული „თბილისის ლუდის ფესტივალი" უკვე მესამედ იმართება.

 ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია შეჯიბრებები ლუდის სმაში და სხვადასხვა სახის აქტივობები.  თბილისის ლუდის ფესტივალზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეუძლია. ვარდების რევოლუციის მოედანზე დამონტაჟებულ სპეციალურ სცენაზე გაიმართება ცოცხალი კონცერტები  ქართული ჯგუფებისა და მუსიკოსების მონაწილეობით. Zurgi,  მგზავრები, ბანდეროლი, კორკოტა, Loudspeakers, დავით ილურიძის ბენდი, ზარები და ნალი – ეს იმ შემსრულებლები არასრული ჩამონათვალია, რომლებიც კონცერტზე გამოვლენ. 

გასულ წელს, ფესტივალზე 25 ათასი ლიტრი ლუდი შეისვა, ხოლო წელს ორგანიზატორებს წინმსწრებად 40 ათასი ლიტრი ლუდი აქვს მომზადებული, თუმცა, მათი თქმით, მზარდი მოთხოვნის შემთხვევაში, ლუდზე დეფიციტი არ შეიქმნება.

კომენტარები