ალპინიზმი

მაშველებმა უშბაზე დაკარგული უკრაინელი ალპინისტები იპოვნეს

მაშველებმა უშბაზე დაკარგული უკრაინელი ალპინისტების ცხედრები იპოვნეს. გარდაცვლილი მთამსვლელები 15-კაციანმა სამაშველო ჯგუფმა 3, 500 მეტრის სიმაღლეზე აღმოაჩინა.

ამ დროისთვის მაშველები ცხედრების ამოყვანას ცდილობენ, თუმცა მუშაობას მეტეოროლოგიური პირობები ართულებს.

როგორც ცნობილია, უბედური შემთხვევა მწვერვალიდან დაშვების დროს მოხდა. ალპინისტებს, ალექსანდრე ტარანიკსა და დიმა ვოლოშინს დამცავი ბაგირი გაუწყდათ და ხევში გადაიჩეხნენ.

უკრაინელ ალპინისტთა ოთხკაციანი ჯგუფი უშბის დასალაშქრად საქართველოში 13 ივლისს ჩამოვიდა.

 

კომენტარები