ალპინიზმი

მაშველები უშბაზე დაკარგულ უკრაინელ ალპინისტებს ეძებენ

ქართველი მაშველები მწვერვალ უშბაზე დაკარგულ უკრაინელ ალპინისტებს ეძებენ. როგორც ცნობილია, უბედური შემთხვევა მწვერვალიდან დაშვების დროს მოხდა.

ერთ-ერთი მთასვლელი, ჟენია ტარანიკი იუწყება, რომ 3600 მეტრის სიმაღლეზე მის ძმას საშა ტარანიკსა და დიმა ვოლოშინს დამცავი ბაგირი გაუწყდათ და ხევში გადაიჩეხნენ.

სამაშველო სამუშაოებში ალპინისტთა ჯგუფის სხვა წევრებიც მონაწილეობენ.

უკრაინელ ალპინისტთა ოთხკაციანი ჯგუფი უშბის დასალაშქრად საქართველოში 13 ივლისს ჩამოვიდა. 

კომენტარები