ივანიშვილი პოლიტიკაში

საზოგადოებრივი მოძრაობა ეროვნულები ქართულ ოცნებას შეუერთდა

საზოგადოებრივი მოძრაობა ეროვნულები კოალიცია ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას იწყებს. ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მოძრაობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მხარეების თქმით,  ეროვნულების წევრები ქართულ ოცნებაში არსებულ თემატურ ჯგუფებს შეავსებენ და სხვადასხვა მიმართულებებით აქტიურ მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.

ირაკლი ალასანიას განმარტებით, აღნიშნული ორგანიზაციების გაერთიანება იქნება იმის საფუძველი, რომ საქართველოში იყოს მეტი სამოქალაქო თანხმობა და მეტი სოლიდარობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოძრაობებს შორის. მისივე თქმით, მხარეები კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებშიც ითანამშრომლებენ.

საზოგადოებრივი მოძრაობა ეროვნულები რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა. დამფუძნებლებს შორის არიან ყოფილი პარლამენტარი სანდრო ბრეგაძე, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე და ჟურნალისტი დავით სოკოლოვი.

 

კომენტარები