ეგ­ვიპ­ტე

მორსი სამხედროების წინააღმდეგ

გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი სამი ანაი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ფელდმარშალი მუ­ჰა­მედ ტანტავი და პრეზიდენტი მუ­ჰა­მედ მორ­სი

ეგ­ვიპ­ტის პირ­ვე­ლი არა­სამ­ხედ­რო პრე­ზი­დენ­ტი, მუ­ჰა­მედ მორ­სი, მმარ­თ­ველ სამ­ხედ­რო­ებს უპი­რის­პირ­დე­ბა – მან მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხე­ლახ­ლა მო­იხ­მო გავ­ლე­ნი­ა­ნი გე­ნერ­ლე­ბის და მო­სა­მარ­თ­ლე­ე­ბის მი­ერ დათხოვ­ნი­ლი პარ­ლა­მენ­ტი. ეგ­ვიპ­ტე­ში კვლავ გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბაა და მო­რი­გი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი მწიფ­დე­ბა. ქვე­ყა­ნას აშ­შ­-ის სა­ხელ­მ­წი­ფო მდი­ვა­ნი ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი სტუმ­რობს, ზე­სა­ხელ­მ­წი­ფოს ეგ­ვიპ­ტის მი­მართ სტრა­ტე­გი­ის გა­და­ხედ­ვა უწევს.

პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბით, გა­სულ ზამ­თარ­ში არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი იმუ­შა­ვებს ახალ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რო­მე­ლიც 60 დღე­ში და­ი­ნიშ­ნე­ბა, მას შემ­დეგ, რაც სა­კონ­ს­ტი­ტუ­ციო ასამ­ბ­ლეა ახალ კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას და­ას­რუ­ლებს. მორ­სის დად­გე­ნი­ლე­ბა ეხ­მი­ა­ნე­ბა ორი კვი­რით ად­რე სამ­ხედ­რო მმარ­თ­ვე­ლო­ბის და სა­სა­მარ­თ­ლოს მი­ერ გა­მო­ცე­მულ დეკ­ლა­რა­ცი­ებს, რომ­ლი­თაც არ­ჩევ­ნე­ბი არა­კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მოცხად­და და გე­ნერ­ლებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი გა­და­ე­ცათ.

მორ­სის ნა­ბი­ჯი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ­მა ფრაქ­ცი­ებ­მა სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად შე­ა­ფა­სეს. ერ­თ­მა ნა­წილ­მა ის სა­მო­ქა­ლა­ქო ძა­ლა­უფ­ლე­ბის აღ­სად­გენ გა­ბე­დულ ქმე­დე­ბად აღიქ­ვა, რო­ცა სხვებ­მა მას­ში ეგ­ვიპ­ტის უზე­ნა­ე­სი კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი სა­სა­მარ­თ­ლოს უარ­ყო­ფის სა­ში­ში პრე­ცე­დენ­ტი და­ი­ნა­ხეს. ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატ­მა, ცნო­ბილ­მა ეგ­ვიპ­ტელ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა მო­ჰა­მედ ალ­-­ბა­რა­დე­იმ Twitter-ზე და­წე­რა, რომ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა „ეგვიპტეს კა­ნო­ნის მმარ­თ­ვე­ლო­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის მმარ­თ­ვე­ლო­ბად აქ­ცევს”.

სამ­ხედ­რო­ებ­თან კონ­ფ­რონ­ტა­ცი­ის გაღ­რ­მა­ვე­ბის მო­ლო­დინ­ში, მუს­ლი­მუ­რი საძ­მო ლი­ბე­რა­ლურ ძა­ლებ­თან და­ახ­ლო­ე­ბას ცდი­ლობს. ტრა­დი­ცი­უ­ლად, სე­კუ­ლა­რე­ბი მათ უნ­დობ­ლო­ბით ეკი­დე­ბი­ან, თუმ­ცა მრა­ვა­ლი მათ­გა­ნის­თ­ვის საძ­მოს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­ნა­პოვ­რის გა­და­სარ­ჩე­ნად. ახალ­გაზ­რ­დებ­თან დის­კუ­სი­ებ­ში მორ­სიმ პი­რო­ბა და­დო, რომ პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რად საძ­მოს წევრს არ და­ნიშ­ნავ­და. კან­დი­და­ტებს შო­რის ალ­-­ბა­რა­დე­ი, ყო­ფი­ლი ფი­ნან­ს­თა მი­ნიტ­რი ჰა­ზემ ალ­-­ბებ­ლა­ვი და სო­ცი­ალ­-­დე­მოკ­რა­ტი პარ­ლა­მენ­ტა­რი ზი­ად ედ­დი­ნი მო­ი­აზ­რე­ბი­ან. ამას გარ­და, საძ­მოს გავ­ლე­ნი­ან­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხა­და, რომ ვი­ცეპ­რე­ზი­დენ­ტე­ბად ქრის­ტი­ან­სა და ქალს და­ა­სა­ხე­ლებს.

ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მღელ­ვა­რე­ბის შე­დე­გად ეგ­ვიპ­ტუ­რი ეკო­ნო­მი­კა სტაგ­ნა­ცი­ა­ში­ა. დრო­ე­ბით­მა სამ­ხედ­რო მთავ­რო­ბამ სო­ცი­ა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბი გა­ზარ­და, რა­მაც ფის­კა­ლუ­რი დე­ფი­ცი­ტი გა­აღ­რ­მა­ვა. 2011 წლის თე­ბერ­ვ­ლი­დან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დე­ფი­ციტს ქვეყ­ნის უცხო­უ­რი სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბი­დან სეს­ხით აფი­ნან­სებს, ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის შემ­ცი­რე­ბას­თან ერ­თად კი, შე­იძ­ლე­ბა, ეგ­ვიპ­ტუ­რი ფუნ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა მო­უ­წი­ოს. მრა­ვა­ლი ანა­ლი­ტი­კო­სის აზ­რით, ეგ­ვიპ­ტის ერ­თა­დერ­თი არ­ჩე­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი­დან სეს­ხის გაზ­რ­დაა და ამ მხრივ, სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნე­ტა­რუ­ლი ფონ­დის (IMF) რო­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა. დე­ვალ­ვა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი 3,2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის სეს­ხ­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თით, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი პრო­ცესს აფერ­ხებს. IMF უარს ამ­ბობს ფონ­დე­ბის გა­მო­ყო­ფა­ზე, სა­ნამ გარ­კ­ვე­უ­ლი არ იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი მთავ­რო­ბა და მი­სი მხარ­და­ჭე­რა სეს­ხის მი­მართ.

თა­ვის მხრივ, ეგ­ვიპ­ტე­ში ფა­რა­ო­ნის მსგავ­სი ლი­დე­რე­ბის ხა­ნის დას­რუ­ლე­ბა აშ­შ­-­ს­თ­ვის ახალ რე­ა­ლო­ბას ქმნის. ამე­რი­კე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის­თ­ვის რე­გი­ონ­ში საკ­ვან­ძო მო­კავ­ში­რეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უფ­რო კომ­პ­ლექ­სუ­რი ხდე­ბა. მათ ნა­ვი­გა­ცია მო­უხ­დე­ბათ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­ულ, თუმ­ცა ან­ტი­და­სავ­ლურ მუს­ლი­მურ საძ­მო­სა და მო­კავ­ში­რე­ო­ბის გა­რანტ, მაგ­რამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­მა­ფერ­ხე­ბელ სამ­ხედ­რო­ებს შო­რის. ამას­თან ერ­თად, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს ყვე­ლა მხრი­დან შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი პრო­და­სავ­ლუ­რი სე­კუ­ლა­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბიც. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი სტრა­ტე­გი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეგ­ვიპ­ტე, ის­რა­ე­ლის მშვი­დო­ბი­ა­ნი მე­ზობ­ლის ნაც­ვ­ლად, შე­იძ­ლე­ბა და­ემ­ს­გავ­სოს პა­კის­ტანს, სა­დაც კო­რუფ­ცი­ა­ში ჩაფ­ლუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და არა­სან­დო სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ექიშ­პე­ბი­ან.

გა­სულ თვეს, ობა­მას ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ სამ­ხედ­რო საბ­ჭო­ზე ზე­წო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მორ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბის ასა­ღი­ა­რებ­ლად. არაა გა­მო­რიცხუ­ლი, რომ ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის და თავ­დაც­ვის მდივ­ნის, ლე­ონ პა­ნე­ტას ლო­ბი­რე­ბამ, გე­ნერ­ლებს სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტის, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, აჰ­მედ შა­ფი­ქის­თ­ვის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტის გა­და­ცე­მა გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნა. ამ­გ­ვარ ქმე­დე­ბას ნე­გა­ტი­უ­რად შეხ­ვ­დ­ნენ გე­ნერ­ლე­ბი, ეგ­ვიპ­ტე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი და ის­ლა­მის­ტ­თა მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბი. The Washington Post-ის მი­მომ­ხილ­ვე­ლის, ჯექ­სონ დი­ლის აზ­რით, საწყი­სი გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შემ­დეგ, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას მორ­სის მი­მართ ნაც­ვალ­გე­ბის მიდ­გო­მა მარ­თებს. აშ­შ­-ის მხარ­და­ჭე­რას, სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნე­ტა­რუ­ლი ფონ­დის დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბას და ვა­ლის გაც­ვ­ლის შე­თან­ხ­მე­ბას, თან უნ­და ახ­ლ­დეს პი­რო­ბა რე­ლი­გი­ურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა და ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე. აგ­რეთ­ვე, ის­რა­ელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მშვი­დო­ბის და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნორ­მე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა.

კომენტარები