გორი

გორის სამხედრო ნაწილში ჯარისკაცი დაიღუპა

გორის სამხედრო ნაწილში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 19 წლის ჯარისკაცი გარდაიცვალა. გურჯაანის რაიონის მკვიდრ კობა მახარაშვილს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი.

შემთხვევა 11 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც სამხედრო პოლიცია იძიებს. საუბარია როგორც თვითმკვლელობის ასევე მკვლელობის ვერსიებზე.

,,ვერ გეტყვით თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა. ბოლოს ერთი თვის წინ ვნახე შვილი, აქ იყო ჩამოსული, არაფერი უთქვამს თუ ვინმესთან კონფლიქტი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ჯარში. ექსპერტიზა ჩაუტარდა უკვე და ალბათ გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ეს არის, რაც ვიცი.’’-აცხადებს გარდაცვლილის მამა, შალვა მახარაშვილი.

გარდაცვლილი ჯარისკაცი გორიდან გურჯაანის რაიონში დღეს გაადასვენეს. 

კომენტარები