მწერლობა

ერნესტ ჰემინგუეის რომანს 47 ალტერნატიული დასასრულით გამოსცემენ

წელს ნიუ-იორკის ლიტერატურულ ჟურნალთან ინტერვიუში ამერიკელმა მწერალმა ერნესტ ჰემინგუეიმ აღნიშნა, რომ თავისი ცნობილი რომანის ”მშვიდობით, იარაღო!” დასასრული მან 39-ჯერ გადაწერა.

მწერლის შვილიშვილმა შონ ჰემინგუეიმ ბაბუის ხელნაწერების შესწავლისას აღმოაჩინა, რომ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაწარმოებს სინამდვილეში 47 ალტერნატიული დასასრული აქვს.

The New York Times -ის ინფორმაციით, რომანის დასასრულის სხვადასხვა ვარიანტს, რომელთაგან ზოგიერთი მხოლოდ რამდენიმე წინადადებისგან და აბზაცისგან შედგება, ნაწარმოების ახალ გამოცემაში გააერთიანებენ. რომანის ახალი ვერსია, რომელიც 330 გვერდისგან შედგება და ნაწარმოების შავ მასალასაც შეიცავს, მომავალ კვირას გამოქვეყნდება.

”ვფიქრობ, ადამიანებისთვის, რომლებიც მხატვრული ლიტერატურით არიან დაკავებულნი, საინტერესო იქნება ამ უდიდესი ნაწარმოების შექმნის პროცესისთვის თვალის დევნება.” - აღნიშნა შონ ჰემინგუეიმ.

”მშვიდობით, იარაღო!” 1929 წელს გამოცემული ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანია, რომელშიც პირველი მსოფლიო ომის ფონზე განვითარებული სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი.

 

კომენტარები