სამოქმედო გეგმა

პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამა შევიდა

მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა -  უფრო მეტი სარგებელი ხალხს პარლამენტში უკვე ინიცირებულია. დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა შეიტანა. მისი განცხადებით, აღნიშნული პროგრამით მთავრობა საკმაოდ ამბიციური განაცხადს აკეთებს, თუმცა პროგრამა შესრულებადია.

"ძალიან ბევრ საერთაშორისო რეიტინგსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ცალკეულ შეფასებებში საქართველოს საკმაოდ მაღალი რეიტინგები აქვს მიღებული. ჩვენი ამოცანაა, ეს მონაცემები პირდაპირ პროპორციულად აისახოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე და ადამიანებმა ის წინსვლა, რაც ქვეყანას აქვს, საკუთარ ოჯახებში იგრძნონ.“ – აღნიშნა გია ხუროშვილმა.

მისი განმარტებით, ბიუროს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განისაზღვრება ფრაქციებსა და კომიტეტებში პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრების გრაფიკი. ბიურო აგრეთვე, დაადგენს, როდის დაინიშნება პლენარული სხდომა, რომელზეც საკანონმდებლო ორგანო მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობას და ახალ სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებს.

მთავრობის ახალი პროგრამა სამ ძირითად პრიორიტეტს მოიცავს - დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვის სფერო. 

 

კომენტარები