თავდაცვის სამინისტრო

პრეზიდენტმა თავდაცის სფეროს განვითარებაში ბაჩო ახალაიას როლზე ისაუბრა

ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა პირველ გამოსაშვებ ცერემონიალზე მიხეილ სააკაშვილმა თავდაცის სფეროს განვითარებაში მინისტრ ბაჩო ახალაიას მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

მისი თმით, ბოლო  ორი-სამი წლის განმავლობაში თავდაცის სფეროში ძალიან ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, თუმცა ვინაიდან ტელევიზორში ეს არ ჩანდა, ხალხმა შეიძლება ამის შესახებ არ იცოდეს. სააკაშვილის თქმით, თავდაცვის ახალი აკადემიის შექმნა და კადეტთა კორპუსის ჩამოყალიბება ხელისუფლებამ ახალაიას მინისტრად დანიშვნის შემდეგ მოახერხა.

მან ახალ სამხედრო ინდუსტრიაში ბაჩო ახალაიას მნიშვნელოვან როლზეც ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, უახლოეს წლებში მკვეთრად გაძლიერდება აღჭურვის დონე და თუ საქართველოს არ ეყოლება დიდი არმია, მას ეყოლება 100 ათასამდე რეზერვისტი, რომლებიც მზად იქნებიან დაიცვან თავისი კორპუსი, სამეზობლო და საჭიროების შემთხვევაში, იარაღით ხელში დაიცვან ქვეყანა.

კადეტებისადმი მიმართვისას, სააკაშვილმა სასწავლებლის ქუთაისში განთავსების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქუთაისის პერსპექტივა აღიზიანებს არა მხოლოდ დამპყრობელს, არამედ ,,მათ ფეხქვეშ გაგებულ უთავმოყვარეო ქართველებს’’.

კომენტარები