ფონდი ქომაგი

პროკურატურა ვანო ჩხარტიშვილსა და ფონდ ქომაგს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

საქართველოს მთავარმა პროკურატურმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია ფონდ ქომაგის მიერ წარმოებულ საეჭვო გადარიცხვებზე.

პროკურატურის მტკიცებით, სახეზეა ,,ამომრჩევლის მოსყიდვის ახალი სქემა’’, რომელშიც პარტია ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული საზღვარგარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშილი და მისი ოფშორული კომპანიები მონაწილეობენ.

,,თანხების გადმორიცხვა ხდებოდა რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ოფშორული კომპანიების ანგარიშებიდან ისე, რომ თითოეული გადმომრიცხავი თანხას ურიცხავს ხუთ, ათ ან მეტ საქართველოში თანხის მიმღებ, ფონდ ქომაგში დარეგისტრირებულ პირს. გადმომრიცხავი ფიზიკური პირები ნატალია კოზიუპა, კატრინა პავლოვა, რიჩარდ ჯეი ტეილორი და სხვები არიან ვანო ჩხარტიშილზე ფინანსურად დამოკიდებული პირები, რომელთაც არანაირი კავშირი საქართველოსთან არ გააჩნიათ.’’-აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ხსენებული თანხის მიმღები პირები მოწმის სტატუსით არიან გამოძახებული, დაკითხვას მათი ადვოკატები დაესწრებიან.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ფონდ ქომაგის ხელმძღვანელმა ია მეტრეველმა დიპლომატიურ კორპუსს მიმართა. მისი თქმით,  ამ ადამიანებისთვის  დახმარების აღმოსაჩენად, ფონდი სახალხო დამცველს, პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიმართავს. 

კომენტარები