ცვლილებები კანონში

ავტოგასამართი სადგურები სათვალთვალო კამერის გარეშე ფუნქციონირებისათვის დაჯარიმდებიან

"პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში" ცვლილება შედის. ცვლილების თანახმად, ავტოგასამართი სადგურის და კომპლექსის, აირგასამართი და აირსავსები სადგურების მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების და ფუნქციონირების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმა - 2 000 ლარის ოდენობით.

დაჯარიმების უფლება სსიპ- „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს" ჩამოყალიბებამდე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ „ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას" მიენიჭა.

კანონპროექტის ავტორები საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.

 

კომენტარები