სახალხო დამცველი

გიორგი ტუღუში: წინასაარჩევნოდ მედიაგარემო მრავალფეროვანი უნდა იყოს

ირაკლი ბლუიშვილი

როდესაც საკითხი მედიასაშუალებას და ინფორმაციის გავრცელებას ეხება, ხელისუფლებამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. აღნიშნული განცხადება სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა კომპანია გლობალ TV - ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას გააკეთა.

გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ არ იცნობს დოკუმენტებს, რის საფუძველზეც შეაფასებდა, კანონის შესაბამისი იყო თუ არა ქმედებები, რომელიც "გლობალ კონსტალტინგის" ირგვლივ განხორციელდა. თუმცა სახალხო დამცველის თქმით, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს, რომ მედიაგარემო მრავალფეროვანი იყოს.

"როგორც სიხშირულ, ასევე საკაბელო მაუწყებლებს, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ზოგადად მაუწყებლობას, უნდა მიეცეთ მაქსიმალური საშუალება, რომ დაფარვის არე რაც შეიძლება ფართო იყოს, აქედან გამომდინარე, არაერთი ინიციტიავა არსებობს და საჭიროა მათი განხილვის დაწყება", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

გიორგი ტუღუშმა must carry-სა და must offer-ის პრინციპების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ რაც შეიძლება პლურალისტური იყოს მედია გარემო.

 

კომენტარები