ფესტივალი

ქართული სტუდენტური სპექტაკლი ბრიტანეთის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით, 21 ივნისიდან 1 ივლისამდე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ქალაქ შეფილდს ეწვევიან, სადაც ბრიტანეთის ნაციონალურ სტუდენტურ თეტრალურ ფესტივალში  მიიღებენ მონაწილეობას.

National Student Drama Festival - ზე საქართველო რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის ნამუშევრით ”ჩემი ქალაქი” წარსდგება. აღნიშნული სპექტაკლი იანვარში საქართველოში სტუმრად მყოფმა ნაციონალური სტუდენტური თეტრალური ფესტივალის დირექტორმა ჰოლი ქენდრიქმა და სელექციონერმა დევიდ ნიუმანმა უკვე იხილეს.

ბრიტანეთის ფესტივალისთვის შერჩეული 25 სპექტაკლი სხვადასხვა ჟანრისაა - ფოლკლორი, მიუზიკლი, ქორეოგრაფიული წარმოდგენები, პანტომიმა, კლასიკური დრამატული თეატრი.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ახალგაზრდულ ფესტივალზე 2012 წელს მხოლოდ 4 ევროპული ქვეყანა - გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და საქართველო მოხვდა.

 

კომენტარები