ქართული ოცნება

მაია ფანჯიკიძე: მაჟორიტარობაზე სახალხო კრებასთან მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს

ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატობასთან დაკავშირებით სახალხო კრების წევრებთან ამ ეტაპზე არანაირი სახის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტაბულასთან საუბარში სახალხო კრების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

”ბატონ ბიძინას არაერთხელ უთქვამს, რომ დიდ პატივს სცემს სახალხო კრების წევრებს და აფასებს მათ წვლილს საქართველოს ცხოვრებაში. ამ პატივისცემის დადასტურება ის ხანგრძლივი შეხვედრა იყო, რომელიც კოალიციის ლიდერსა და სახალხო კრების წარმომადგენლებს შორის გაიმართა.” - აღნიშნა ტაბულასთან საუბარში მაია ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ არსებობს.

სახალხო კრების წევრების განცხადებით, მათ ქართული ოცნების ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურთ. მათი თქმით, საარჩევნოდ ქართული ოცნებისა და სახალხო კრების თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატი სწორედ პირადად ივანიშვილთან შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს. კრების ერთ-ერთ წევრის, ლუკა კურტანიძის განმარტებით, იგი კოალიციასთან ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობისთვის მზადაა. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მაჟორიტარ კანდიდატადაც იყრის კენჭს.

 

კომენტარები