გაეროს სადამკვირვებლო მისია

გაეროს სადამკვირვებლო მისია სირიაში მოქმედებას წყვეტს

გაეროს დამკვირვებლები სირიაში მოქმედებას და პატრულირებას წყვეტენ, ქვეყანაში ძალადობის მატების მიზეზით.

მისიის ხელმძღვანელის გენერალ რობერტ მუდის განცხადებით, უკანასკნელი ათი დღის მანძილზე, ძალადობა განსაკუთრებით ინტენსიური გახდა. მისივე თქმით, შეტაკებები საფრთხეს უქმნის მონიტორებს და ხელს უშლიან მანდატით დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

მისიის შეწყვეტის შესახებ განცხადებაში განცხადებაში ნათქვამია, რომ გაეროს მეთვალყურეები სირიაში დარჩებიან თავიანთი განლაგების ადგილებზე, დამატებით მითითებამდე. შეწყვეტის გადაწყვეტილება კი ყოველდღიურად გადაიხედება - ოპერაციები განახლდება, როგორც კი შესაფერისი მდგომარეობა იქნება.

„ნორმალური ოპერაციების გაგრძელება რჩება ჩვენს მიზნად“ - განაცხადა რობერტ მუდმა.

კოფი ანანის გეგმის მიხედვით მოთხოვნილი ცეცხლის შეწყვეტის პროცესზე დასაკვირვებლად  მისია სირიაში 12 აპრილს გაგზავნეს.  საზავო გეგმა უგულებელყო არსებულმა რეჟიმმაც და ოპოზიციამაც.

 

კომენტარები