ფოლკლენდის კუნძულები

არგენტინას ფოლკლენდის კუნძულების საკითხზე ბრიტანეთთან მოლაპარაკებების გამართვა სურს

არგენტინის პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი მომხრეა, რომ არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ფოლკლენდის კუნძულების სუვერენიტეტის საკითხის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართოს.

არგენტინის პირველმა პირმა ამის შესახებ განცხადება 14 ივნისს გაეროს კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რომელიც ორ ქვეყანას შორის კუნძულებისათვის დავის დასრულების 30 წლის თავთან დაკავშირებით გაიმართა.

ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა დევიდ კემერონმა მსგავსი დიალოგის წარმოების შესაძლებლობა გამორიცხა.

გაერთიანებულ სამეფოსა და არგენტინას შორის ბოლო წლებში ურთიერთობა დაიძაბა. არგენტინა კუნძულებზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის მფლობელობაშია, პრეტენზიას აცხადებს და მას მალვინებს უწოდებს. 1982 წელს კონფლიქტმა ორი მხარე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მიიყვანა. არგენტინას მცირე ხნით ჰქონდა ოკუპირებული ფოლკლენდის კუნძულები. დაპირისპირების შედეგად ასობით ბრიტანელი და არგენტინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

 

კომენტარები