ფოლკლენდის კუნძულები

ფოლკლენდის კუნძულები სუვერენიტეტზე რეფერნედუმს ჩაატარებს

ფოლკლენდის კუნძულები საკუთარი პოლიტიკური სტატუსის გადასაწყვეტად რეფერენდუმს ჩაატარებს. ფოლკლენდის მთავრობამ განცხადება ქვეყნის დამოუკიდებლობის დღემდე გააკეთა. ფოლკლენდი წელს, 14 ივნისს დამოუკიდებლობის 30 წლისთავს ზეიმობს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა რომ ბრიტანეთი მხარს დაუჭერს რეფერენდუმის შედეგს. რეფერენდუმი შემდეგი წლის პირველ ნახევარში ჩატარდება.

გაერთიანებულ სამეფოსა და არგენტინას შორის ბოლო წლებში ურთიერთობა დაიძაბა. არგენტინა კუნძულებზე პრეტენზიას აცხადებს და მას მალვინებს უწოდებს. არგინტინა თავის პორტებში არ უშვებს გაერთიანებული სამეფოს დროშის ქვეშ მცურავ გემებს და ფოლკლენდის კუნძულებზე მომუშავე 5 ბრიტანული ნავთობკომპანიის მიმართ სამართლებრივ ზომებს მიმართავს.

ფოლკლენდის კუნძულები გაერთიანებული სამეფოს მმართველობაში იყო მთელი მისი მმართველობის პერიოდში, გარდა 1982 წელს კუნძულის არგენტინის მიერ ოკუპაციისა.

კომენტარები