ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართული ოცნების მორიგი აქცია 17 ივნისს ოზურგეთში გაიმართება

კოალიცია ქართული ოცნების მორიგი აქცია 17 ივნისს ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 19:00 სააათზე გაიმართება.

ამის შესახებ ქართული ოცნების პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ კოალიციის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფანჯიკიძის განცხადებით, ოზურგეთის მერიისთვის რამდენიმე ადგილი იყო შეთავაზებული და საბოლოოდ შეთანხმება ამ ტერიტორიაზე მოხდა.

მორიგი აქციის შესახებ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის Facebook–ის ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა.

"17 ივნისს 19.00 საათზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ოზურგეთში აქციას გამართავს. მანიფესტაციის გამართვის შესახებ ნებართვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ოფიციალური წერილის სახით მოგვაწოდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, „ქართულ ოცნებას“ აქციისთვის ადგილი ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის წინ გამოეყო.“ – ნათქვამია კოალიცია ქართული ოცნების პრესსამდივნოს განცხადებაში.

 

 

კომენტარები