ეუთო

გილმორი: კავკაზ 2012-ის საკითხს ეუთო ყურადღებით ადევნებს თვალს

ეუთო კავკაზ 2012-ის სამხედრო წვრთნის საკითხს დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს, განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ირლანდიის ვიცე პრემიერმა, საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა და ეუთოს თავმჯდომარე იმონ გილომორმა. განცხადება გილმორმა კოლეგასთან, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად პრესკონფერენციაზე გაავრცელა. 

გავრცელებული ცნობით, რუსეთი სექტემბერში ერთ-ერთ ყველაზე დიდი სტრატეგიულ წვრთნას კავკაზ 2012-ს გეგმავს.

გილმორმა ასევე ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობის შესახებ და მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მოწვევას. 

კომენტარები